საზოგადოება
ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხვალიდან, 22:00 საათიდან აჭარაში რესტორნების მუშაობა შეიზღუდება. რეგიონში ასევე გაჩერდება ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.


„ხვალიდან, 22:00 საათიდან რესტორნები აღარ იმუშავებენ. ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ხვალიდან აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, შეზღუდვების მოქმედების ვადა ეპიდმდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

| Print |
FaceBook Twitter Google