საზოგადოება
გურჯაანში 70 ათასი ტონა ყურძენია მოკრეფილი
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ოქტომბრის მონაცემებით, კახეთში 232 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. აქედან: 158 ათასი ტონა რქაწითელი, 61,4 ათასი ტონა საფერავი, 4 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

უწყების ინფორმაციით, ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გურჯაანში - 70 ათასი ტონა დაიკრიფა. კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში შემდეგი სურათია: ყვარელი - 56 ათასი ტონა, თელავი - 36,7 ათასი ტონა, სიღნაღი - 20 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 16 ათასი ტონა, საგარეჯო- 12 ათასი ტონა, ახმეტა - 10 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 7,3 ათასი ტონა. ამ ეტაპამდე ყურძნის დაწურვის პროცესში 180 საწარმო იყო ჩართული.

| Print |
FaceBook Twitter Google