საზოგადოება
უცხოელი სტუდენტები რვის ნაცვლად 12 დღიან კარანტინს გაივლიან
იზოლაციისა და კარანტინი წესში პრემიერ მინისტრის ბრძანებით ცვლილება შევიდა. განსაზღვრული ცვლილება უცხოელ სტუდენტებს შეეხება.

დადგენილებით უცხოელი სტუდენტები 8 დღის ნაცვლად საკარანტინე სივრცეებში 12 დღე განთავსდებიან. ამასთან მათ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას თან უნდა ჰქონდეთ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რაც სავალდებულოა.

„უცხოელი სტუდენტები, რომელთა მიმართაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემულია საქართველოში შემოსვლის თანხმობა, ვალდებულნი არიან, ქვეყანაში შემოსვლისას წარადგინონ საქართველოში შემოსვლამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, საკუთარი ხარჯებით გაიარონ სავალდებულო 12-დღიანი კარანტინი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მოწყობილ საკარანტინე სივრცეში და 12-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტირება. ამ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, – წერია დადგენილებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google