საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით 4 551 ბავშვია ინფიცირებული - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 4 551 ბავშვია ინფიცირებული.

„სამწუხაროდ გვაქვს ერთი მძიმე შემთხვევა აპარატზე მყოფი ბავშვი, მოზარდების სტატისტიკა ასეთია: 0-1 წლამდე ინფიცირებულია 1% -493 ბავშვი, 2-დან 18 წლამდე – 4058 ბავშვი, ეს არის ძირითადად მაინც ოჯახური შემთხვევები“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 824 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან თბილისში გამოვლენილია 712 ახალი შემთხვევა. აჭარაში ბოლო 24 საათში გამოვლენილია – 545 შემთხვევა, იმერეთში – 305, ქვემო ქართლში – 48, შიდა ქართლში – 56, გურიაში – 24, სამეგრელო და ზემო-სვანეთში – 63, კახეთში – 23, მცხეთა-მთიანეთში -22, სამცხე-ჯავახეთში – 22, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

| Print |
FaceBook Twitter Google