საზოგადოება
კოვიდინფექციის მკურნალობას სახელმწიფო ფარავს - ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდინფექციის მკურნალობას სახელმწიფო სრულად ფარავს.

მისივე თქმით, ინფიცირებულს საავადმყოფოში თანხა მხოლოდ ონლაინ რაიმეს შეძენის სურვილის შემთხვევაში დასჭირდება.
„თუ პირადი მოხმარების ნივთების შეძენა ან წიგნების შეძენის სურვილი არ გაქვთ ონლაინ, შეგიძლიათ არანაირი თანხა არ წაიღოთ თან“, - განაცხადა მან.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 14 829, გარდაიცვალა 253 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google