საზოგადოება
ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, თეატრებისა და კინოთეატრების ამოქმედება გადაიდო
საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის ვადა, გარკვეული პერიოდით გადაიდო.ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით მიიღო.

ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, დაშვებულია კულტურული ღონისძიებების ჩატარება ღია სივრცეში 200-მდე ადამიანის მონაწილეობით, გახსნილია მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაშვებულია ფილმწარმოება და დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოწყობა კი მხოლოდ დისტანციური ფორმით არის შესაძლებელი.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედების თარიღი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება

| Print |
FaceBook Twitter Google