საზოგადოება
ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუფიქსირდა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„დამიდასტურდა Covid -19. კარგად ვარ, სახლში გავდივარ მკურნალობას და შეძლებისდაგვარად ვაგრძელებ მუშაობას. მადლობა ყველას მოკითხვისთვის“, - წერს მეზვრიშვილი.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გუშინ გადავიდა.კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაშია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავაც.

| Print |
FaceBook Twitter Google