28 ნოემბრიდან 1 თებერვლამდე საქართველოს მასშტაბით
შეზღუდვები გამკაცრდა და ახალი რეგულაციები დაწესდა. როგორც
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, არის გარკვეული
სფეროები, რომელსაც ეს აკრძალვები არ ეხება.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ
ეხება:
- სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
- საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
- სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის,
საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების
მუშაობას;
- დელივერსა და გატანის სერვისებს;
- სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების
მუშაობას;
- ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
- აგრარული ბაზრობის მუშაობას და სხვ.
- არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით)
გადაადგილება.
რა შეზღუდვები მოქმედებს 28 ნოემბრიდან, იხილეთ ბმულზე.
მასალის გამოყენების პირობები