საზოგადოება
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს ჩატარდება
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პროპორციული ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ევროპული საქართველო“ – 3,79 %, 5 მანდატი.
„ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 27,18%, 36 მანდატი
„პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%, 4 მანდატი
„ლეიბორისტული პარტია“ – 1%, 1 მანდატი
„მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილი“ – 1,33 %, 2 მანდატი
„გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%, 4 მანდატი
„გირჩი“ – 2,89%, 4 მანდატი
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 48,22%, 60 მანდატი.
„ლელო“ – 3,15%, 4 მანდატი




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები PARLAMENTI / SXDOMA /