საზოგადოება
ხელაღებით რომ გაიხსნას ყველაფერი, საახალწლოდ კიდევ პიკი გვექნება- ამირან გამყრელიძე
„ხელაღებით რომ გაიხსნას ყველაფერი, ანალიზის გარეშე და ის რაც „შავ პარასკევს“ მოხდა, მსგავსი განვითარდეს, საახალწლოდ კიდევ პიკი გვექნება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას, როგორი გვექნება მომავალი კვირა, შემდეგ კიდევ ერთი კვირა, უნდა გავაანალიზოთ. ამის მიხედვით უნდა მიიღოს საკოორდინაციო საბჭომ ბალანსირებული გადაწყვეტილება. უნდა ვიყოთ საკმაოდ ფრთხილად, თუ გავხსნით, და უნდა გაიხსნას, ყველა ღონისძიება მკაცრად უნდა იყოს დაცული. ისე, ხელაღებით რომ გაიხსნას ყველაფერი, ანალიზის გარეშე და ის რაც „შავ პარასკევს“ მოხდა, მსგავსი განვითარდეს, საახალწლოდ კიდევ პიკი გვექნება. ამიტომ, თუ ორ კვირაში რამეს მივაღწევთ და სტაბილიზაციის ნიშნები ჩანს, წყალში არ უნდა გადავყაროთ. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google