დღეს გურჯაანის 37- ვე საბავშვო ბაგა- ბაღში სასურსათო კალათებისა და
საახალწლო საჩუქრების გაცემის პროცესი მიმდინარეობს.
სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის, ლელა
თევდორაშვილის თქმით, კალათას ყველა რეგისტრირებული აღსაზრდელი
მიიღებს.
„გურჯაანის საბავშვო ბაგა - ბაღებში დღეს და ხვალ გაიცემა ე.წ
სასურსათო კალათები. თითოეულ კალათას მიიღებს ყველა ის აღსაზრდელი,
რომელიც დღეის მდგომარეობით არის დარეგისტრირებული. მთლიანობაში
გაიცემა 2070 კალათი. მათი გადაცემა მშობლებისთვის მიმდინარეობს კოვიდ
19-ის ყველა საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით. გარდა ამ
კალათებისა, ტრადიციულად, აღსაზრდელები მიიღებენ საახალწლო ტკბილეულის
პაკეტს. 15 იანვრამდე ჩვენთანაც იქნება უქმეები. როცა დავბრუნდებით,
უკვე გვეცოდინება პირველ თებერვალს განახლდება თუ არა სააღმზრდელო
პროცესი. “
მისივე თქმით, სასურსათო კალათების დასამზადებლად 165 ათასი ლარი
გამოიყო.
მასალის გამოყენების პირობები