საზოგადოება
საქართველოს მთავრობის შემადგენლობას პარლამენტი კენჭს ხვალ უყრის
მეათე მოწვევის პარლამენტი ახალ მთავრობას ხვალ დაამტკიცებს. დღეს კი, საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია „ქართული ოცნება" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენს.

ხვალ ასევე პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებენ. ნდობის მისაღებად, მინისტრთა კაბინეტს 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ 18 დეკემბერს წარედგინა.

| Print |
FaceBook Twitter Google