საზოგადოება
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 453 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით მდგომარეობა ასე გამოიყურება: თბილისში 920 შემთხვევა, აჭარა-139, იმერეთი-279, ქვემო ქართლი-112, შიდა ქართლი-145, გურია-30, სამეგრელო - ზემო სვანეთი-120, კახეთი-117, მცხეთა-მთიანეთი-57, სამცხე-ჯავახეთი -32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 836, საიდანაც, 6 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი.1 588 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 12 099 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 405 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 39 105 პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google