საზოგადოება
საახალწლო არდადეგები სკოლებში 29 დეკემბერს დაიწყება
გურჯაანის საჯარო სკოლებში საშობაო არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება და 18 იანვრამდე გაგრძელდება. მანამდე კი მოსწავლეებს გაკევეთილები ჩვეულებრივ ისევ ონლაინრეჟიმში ჩაუტარდებათ.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, არდადეგების პერიოდში ყველა სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
„სწავლა შეწყდება 29 დეკეემბერს და განახლდება 2021 წლის 18 იანვარს. დიდი იმედი გვაქვს რომ სწავლა განახლდება სკოლის შენობებში. არდადეგების პერიოდს გამოვიყენებთ, იმიტომ რომ სკოლები მოვამზადოთ ამისთვის. ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები, რათა მოსწავლეებისათვის გარემო იყოს აბსოლიტურად უსაფრთხო.“

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის 25 საჯარო სკოლიდან 24 დისტანციურ სწავლაზეა გადასული.

| Print |
FaceBook Twitter Google