საზოგადოება
პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კიდევ 400 პირი დააჯარიმეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, მოქმედი რეგულაციების დარღვევის 489 ფაქტი გამოვლინდა.

უწყების ინფორმაცით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 89 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 400 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

| Print |
FaceBook Twitter Google