საზოგადოება
კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს გამოეყოფა- გიორგი გახარია
კულტურისა და სპორტის სამინისტრო, როგორც იყო ადრე, განათლების სამინისტროდან გამოიყოფა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. პრემიერის განმარტებით, რამდენ ხანში მოხდება ეს, დამოკიდებულია იმ სამართლებრივ პროცედურებზე, რომლებიც აუცილებელია და სავარაუდოდ, პროცესი თებერვლამდე დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google