საზოგადოება
ის, რომ შესაძლოა სრული ლოკდაუნი გამოცხადდეს ჭორია- პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ის რომ კორონავირუსის გამო, შესაძლოა ავტომობილებით გადაადგილება დროებით შეჩერდეს და სრული ლოკდაუნი გამოცხადდეს, მსგავსი ინფორმაცია ჭორია.

მისივე თქმით, ყველა შეზღუდვა წინასწარ გაწერილი ორთვიანი გეგმის მიხედვით განხორციელდება.
„მსგავსი არაფერი განიხილება, ვრცელდება ჭორები და ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ადამიანია, რომელიც ჭორების გავრცელებით არის დაკავებული და დაახლოებით, ასეთი პრინციპით არის, რაც უარესი მით უკეთესი. არაფერი არ განიხილება მსგავსი. განიხილება ის, რაც იყო გამოცხადებულია თავიდან, საუბარია ორ თვიან გეგმაზე. ყველაფერი გაკეთდება ამ გეგმის მიხედვით“, – განაცხადა იმნაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google