საზოგადოება
საქართველოში 1 001 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი ისევ თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაციის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: : თბილისში 743 შემთხვევა, აჭარა - 115, იმერეთი - 301, ქვემო ქართლი - 123, შიდა ქართლი - 100, გურია - 46, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 138, კახეთი - 107, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 941, საიდანაც, მძიმე პაციენტია 1 001 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი, 1 223 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 6 238 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 389 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 32 670 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google