საზოგადოება
როგორი იქნება 2021 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
2021 წელი თეთრი, მეტალის ხარის წელია, რომელიც, სიმშვიდით, უბრალოებითა და შრომით გამოირჩევა. ხარი, მშვიდი, მშრომელი და უბრალო ნიშანია. ამიტომ ეს წელი მშვიდი იქნება.

თავდაჯერებული, დინჯი და შრომისმოყვარე თეთრი ხარი მთელ წელს შრომაში გაგატარებინებთ. რასაც ამ წელს იმუშავებთ და მასში ჩადებთ, გაორმაგებულად დაგიბრუნდებათ. ხარს სამართლიანები და პასუხისმგებლობის მქონე, მშრომელი ადამიანები უყვარს. ამიტომ საჭიროა, ეს დრო საკუთარ თავს, ოჯახს და საქმეს დაუთმოთ. ხარი სისადავის და უბრალოების მოყვარულია. რაც უფრო სადა დინჯი, ერთგული და სამართლიანი იქნებით, მით უფრო კარგი წელი გექნებათ. ვინაიდან თეთრ ხარს ოჯახი უყვარს, ეს წელი კარგია ქორწინებისთვის და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის.2021 წელი 4 ზოდიაქოს ნიშნისთვის იქნება გადამწყვეტი და ცვლილებების მომტანი.
ესენია: მშვილდოსანი, კურო, ლომი და მერწყული. თუ ისინი ამ წელს სათანადოდ გამოიყენებენ, მათთვის მნიშვნელოვანი და სასიკეთო ცვლილებების პერიოდი დაიწყება. შედარებით ფრთხილად და ნაკლებად ემოციურად უნდა იყოს თევზები. ახლა სენტიმეტებისა და ემოციების დრო არ არის. ამიტომ მათ განსაკუთრებული სიფრთხილე მოეთხოვებათ.
ზოდიაქოს დანარჩენი ნიშნებისთვის 2021 წელი ნეიტრალური იქნება.

ვერძი: ასტროლოგების პროგნოზით, 2021 წელი თქვენთვის წარმატების მომტანი იქნება და ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ მიზნებს მიაღწიოთ და სანუკვარი ოცნებები აიხდინოთ. კოსმოსი თქვენკენ პოზიტიურ ვიბრაციებს გზავნის, რომლებიც ძირითადად სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატებას გპირდებათ. მთლიანი წლის ფონი პოზიტიური ენერგიითაა სავსე და მცირე პრობლემები, რომლებიც თავს იჩენს, საერთო კეთილდღდღეობას ვერაფერს დააკლებს. ასე რომ, მოემზადეთ, ოცნებების ახდების წელი იწყება.

კურო: 2021 წელი კუროს ზოდიაქოს ნიშნებისთვის განსაკუთრებით კარგი იქნება კარიერული ზრდის თვალსაზრისით, აუცილებლად უნდა ისწავლოთ რაღაც ახალი და იზრუნოთ თვითგანვითარებაზე. ვარსკვლავები თქვენგან სწორედ ამგვარ დამოკიდებულებას მოითხოვენ. ყურადღება მიაქციეთ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რადგანაც 2021 წელს თქვენი წარმატება დიდწილად დამოკიდებული იქნება ადამიანებთან სწორ კომუნიკაციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, გადაულახავი წინააღმდეგობების წინაშე აღმოჩნდეთ. ფინანსური წარმატება გელოდებათ წლის მეორე ნახევარში.

ტყუპები: 2021 წელს შეძლებთ წარსულიდან გადმოყოლილ პრობლემებს ბოლო მოუღოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ყველაფერი ცუდი და ნეგატიური წარსულში დატოვოთ და ახალი წლიდან ახალ გამოწვევებზე, ახალ შესაძლებლობებზე კონცენტრირდეთ. მოსალოდნელია, რომ სამსახურს შეიცვლით, ან საერთოდაც პროფესიის შეცვლას მოინდომებთ. გახსოვდეთ, რომ ყველა ნაბიჯს, რომელიც ცვლილებებისკენ იქნება მიმართული, ვარსკვლავები მხარს უჭერენ და წარმატებას გპირდებიან. თავი აარიდეთ ფინანსურ გარიგებებს, რადგანაც ამ შემთხვევაში, დანაკარგებია მოსალოდნელი. აკეთეთ საქმე, რომელიც სიამოვნებას მოგგვრით.

კირჩხიბი: კირჩხიბები, 2021 წელი თქვენთვის იდეალურად ნამდვილად არ დაიწყება. შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეთ, რომელთა მოგვარებაც გაგიჭირდებათ, მაგრამ ასტროლოგთა მტკიცებით, დროთა განმავლობაში ყველაფერი გამოსწორდება და რთული დღები წარსულში დარჩება. განსაკუთრებით პოზიტიურ სიახლეებს უნდა ელოდოთ 2021 წლის ზაფხულისთვის, როცა ცხოვრება დადებითი ენერგიით აივსება, პრობლემები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოგვარდება და ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე მიაღწევთ წარმატებას – შესაძლოა, ეს წარმატება უკავშირდებოდეს როგორც სიყვარულს, ასევე კარიერასა და ფინანსებს.

ლომი: 2021 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი, გარდამტეხი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ, რაც თქვენი ცხოვრების დინებას სრულად შეცვლის. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მაქსიმალურად ეცადოთ, არ იმოქმედოთ ხისტად და იმპულსურად, გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით, რადგანაც ეს წელი თქვენს ცხოვრებაში ერთგვარი წყალგამყოფი იქნება და ამ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებზე იქნება დიდწილად დამოკიდებული ის, თუ როგორ გაატარებთ ცხოვრებას მომდევნო წლებში. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა გინდათ სინამდვილეში, რა გაბედნიერებთ და ამ კითხვებზე მიღებული პასუხების მიხედვით იმოქმედეთ.

ქალწული: 2021 წელს თქვენი ენთუზიაზმის, ასევე შემოქმედებითი აზროვნების ხარისხი გაათმაგებული იქნება, რაც მომდევნო წლის განმავლობაში თქვენს წარმატებას განაპირობებს. ასტროლოგები პოზიტივით და დადებითი ენერგიით სავსე წელს გიწინასწარმეტყველებენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით წავა, მაინც მაქსიმალური ყურადღებით უნდა იყოთ, რადგანაც მცირედი დაუდევრობაც კი, შესაძლოა, ძვირად დაგიჯდეთ. განსაკუთრებული ყურადღება კი სასიყვარულო ურთიერთობებში გამოიჩინეთ, არასწორმა კომუნიკაციამ შესაძლოა, ურთიერთობა გაანადგუროს.

სასწორი: ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, 2021 წელი თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი იქნება, თქვენი მცდელობები შედეგს გამოიღებს და სანუკვარ მიზნებს მიაღწევთ. თუ დაქორწინებულები არ ხართ, მოსალოდნელია, რომ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას სწორედ ახლა მიიღებთ. ხოლო თუ ქორწინებაში ხართ, ურთიერთობა უფრო მყარი და სასიამოვნო გახდება. ახლობლებისა და მეგობრების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს და საყვარელ ადამიანებს კიდევ უფრო მეტად დააფასებთ.

მორიელი: 2021 წელს იქნებით უფრო გაბედულები და მიიღებთ ისეთ გადადაწყვეტილებებს, რასაც აქამდე ვერ ბედავდით. დაუშვებთ შეცდომებსაც და შესაძლოა, რთულმა დღეებმაც იჩინონ თავი, თუმცა მხნეობას შეინარჩუნებთ და საბოლოო ჯამში, პოზიტიური დამოკიდებულებები დაგეხმარებათ სირთულეების დაძლევაში. მთავარია, რომ არ დანებდეთ და ყურები არ ჩამოყაროთ. მოსალოდნელია, რომ ძალიან ჯიუტები იქნებით და როგორ გადაწყვეტილებასაც უნდა იღებდეთ, მტკიცედ იქნებით საკუთარ პოზიციაზე, რაც შესაძლოა, ძვირად დაგიჯდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ აუცილებლად მოუსმინოთ საყვარელ ადამიანებს და მათი რჩევები გაითვალისწინოთ.

მშვილდოსანი: 2021 წელი ბევრ სიურპრიზს გიმზადებთ. თქვენს შემთხვევაშიც ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო წელი. არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკის ხართ, სასიამოვნო სიახლეები ცხოვრებას ნათელ შუქს მოჰფენს და სიხარულით აავსებს. მომდევნო წლის განმავლობაში წარმატება, კეთილდღეობა და იღბალი თქვენ მხარესაა, უბრალოდ დატკბით და ისიამოვნეთ ყველა იმ შესაძლებლობით, რომლებსაც ვარსკვლავები გთავაზობენ. თქვენი განათლება და კომპეტენცია გარშემო მყოფებს აღაფრთოვანებს. მოსალოდნელია წარმატება ცხოვრების ყველა მიმართულებით.

თხის რქა: 2021 წელი თქვენთვის საკმაოდ რთულად დაიწყება, რამაც შესაძლოა, წლის ზოგად ფონზე იქონიოს ნეგატიური გავლენა. თუმცა თქვენ ის კატეგორია ხართ, ვინც არასდროს ნებდება და საქმისადმი გულგრილობას არ იჩენს, ამიტომაც მოსალოდნელია, რომ შრომისმოყვარეობა 2021 წლის მიწურულისთვის დაგიფასდებათ, მანამდე კი უნდა მოითმინოთ. კარგად დაფიქრდით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე. შესაძლოა, დეპრესიამ და სტრესმა იჩინოს თავი, ამიტომაც ასტროლოგები გირჩევენ, რომ წლის განმავლობაში დიდი დრო დაუთმოთ დასვენებას, განტვირთვას და საკუთარ თავზე ზრუნვას.

მერწყული: მოსალოდნელია, რომ მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე იქნებით, თუმცა ეს გამოწვევები საბოლოო ჯამში დიდ გამოცდილებას შეგძენთ და წარმატებამდე მიგიყვანთ. ამიტომაც, არაფრის შეგეშინდეთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, ვარჯიში აქციეთ რუტინად, ასევე გამოიმუშავეთ კვების ჯანსაღი რეჟიმი, რადგანაც ყოველივე მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს. ახლა როგორ წარმოუდგენლადაც უნდა გეჩვენებოდეთ, მოსალოდნელია, რომ მომდევნო წელს ბევრს იმოგზაურებთ, შესაძლოა საცხოვრებლად სულაც უცხო ქვეყანაში გადახვიდეთ.

თევზები: 2021 წელი არ იქნება განსაკუთრებული წარმატების მომტანი, თუმცა შეინარჩუნებთ სტაბილურობას. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მიჰყვეთ დინებას და ყოველთვის ენდოთ ინტუიციას. გადაწყვეტილებები სწორედ ინტუიციის კარნახით მიიღოთ. მოსალოდნელია, რომ შემოდგომისთვის შემოსავალი გაგეზრდებათ, შემოსავლის ახალი წყარო გაჩნდება. მთავარი გაფრთხილება კი ასეთია – არ დააბრუნოთ ცხოვრებაში ადამიანები წარსულიდან და არ დაუბრუნდეთ საქმეს, რომლის კეთებაც წარსულში არ გამოგიგივიდათ.


| Print |
FaceBook Twitter Google