საზოგადოება
კოვიდგადატანილ პაციენტებს კვლევა ჩაუტარდებათ- თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იგეგმება.

მისივე თმით, კვლევაში 500-მდე ის პაციენტი ჩაერთვება, რომლებიც კორონავირუსს კლინიკებში მკურნალობდნენ. ცერცვაძის ინფორმაციით, კვლევა დაახლოებით ორ კვირაში, თებერვლის დასაწყისში დაიწყება.
„კოვიდის შემდგომი გართულებებისა და სიმპტომების გამო, საქართველოშიც ბევრი პაციენტი მოგვმართავს. ამ მდგომარეობას სხვადასხვანაირი სახელი ჰქვია. გახანგრძლივებული კოვიდი და პოსტკოვიდური სინადრომი. გახანგრძლივებულ კოვიდზე ამბობენ მაშინ, როცა კოვიდის დამთავრებისთანავე ანუ განკურნებისთანავე, რაღაც სიმპტომები გრძელდება, მაგალითად სისუსტე, კუნთების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხანდახან სუფებრილური ტემპერატურა და სხვა და სხვა. არის ასეთი შემთხვევები, როცა კოვიდისგან ადამიანი განიკურნება, ტესტი უარყოფითია, მაგრამ რაღაც სიმპტომები მას უგრძელდება. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ასეთია: როცა პაციენტი განიკურნება, გაუვლის ყველა სიმპტომი და დაახლოებით 1 ან 2 თვის მერე ხელახლა გაუჩნდება რაღაც სიმპტომები, იგივე, სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, დაღლილობა, კუნთების ტკივილი, გულის მოვლენები, უძილობა, დეპრესია, შფოთი და სხვა და სხვა. ასეთი პაციენტი საქართველოში ბევრია და ხშირად მოგვმართავენ. პირადად ჩვენთან, კლინიკაში, კოვიდის შემდგომი სიმპტომებით გარდაცვალების შემთხვევები არ ყოფილა.
მათ ჩაუტარდებათ კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრაფია, გულის ულტრაბგერითი გამოკვლვევა, სუნთქვის გამოკვლევა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სუნთქვის ფუნქცია რჩება ხანდახან დაზიანებული და ამის კვლევა ჩატარდება. დაიდება ზუსტი შედეგები, თუ რამდენ პროცენტში ვითარდება ეს პოსტკოვიდური სინდრომი,“ - განაცხადა მან.

ცნობისთვის, კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა, სადაც, საშუალოდ ყოველი მეათე მათგანი დაიღუპა. შესაბამისი ინფორმაციას ბრიტანელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს. კვლევის ავტორების მტკიცებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელახალი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, გულთან, თირკმლებთან, ღვიძლსა და სხვა ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებოდათ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ინიციატივით,
სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაციის ,,ხელს ხელს
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ინიციატივით, სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაციის ,,ხელს ხელს" საოჯახო ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრში, მინი ბიბლიოთეკა მოეწყო.
17:02 / 23.04.2021
22აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში
გამწვანების მასშტაბური აქცია ჩატარდა.
22აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში გამწვანების მასშტაბური აქცია ჩატარდა.
15:47 / 23.04.2021
სოფელ ბაკურციხის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი
შემოვლითი გზის მშენებლობა აპროტესტებდნენ.
სოფელ ბაკურციხის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი შემოვლითი გზის მშენებლობა აპროტესტებდნენ.
14:47 / 19.04.2021
ქალაქ გურჯაანში, კულტურის ცენტრის წინ სკვერის გამწვანება
მიმდინარეობს.
ქალაქ გურჯაანში, კულტურის ცენტრის წინ სკვერის გამწვანება მიმდინარეობს.
13:24 / 18.04.2021
სამართალი
ყვარელი-ახალსოფელის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა.
17:04 / 22-04-2021
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ლაგოდეხში, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომელი გარდაიცვალა.
09:49 / 22-04-2021
ლაგოდეხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გურჯაანი-აფენის გზაზე მოხდა.
10:32 / 21-04-2021
ეკონომიკა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო მაჩხაანში, მეორე და მეცხრე ქუჩების შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
12:45 / 23-04-2021
სამთაწყარო-ფიროსმანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
15:55 / 22-04-2021
სხვა ამბები
სოფელ ხირსაში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილზე მოინახულა. მოედნის მშენებლობა რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება. [R]
16:05 / 23-04-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული სპარტაკიადის ფარგლებში მინი ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა. ფინალში ვეჯინის სკოლის გუნდი ქალაქ გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის გუნდს შეხვდა და პირველი ადგილი დაიკავა.
12:08 / 21-04-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა.
10:08 / 21-04-2021
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია.
12:20 / 19-04-2021
აპრილიდან საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან, სოციალური მუშაკები იმუშავებენ. ისინი სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მხარდაჭერით მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალური ბარიერის დაძლევაში დაეხმარებიან.
11:27 / 12-04-2021
ტესტი
1939 წლის 26 მარტს დაიბადა თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი. მისი უამრავი ნაწარმოები შეიყვარა საზოგადოებამ. გთავაზობთ კითხვარს, რომელიც სწორედ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას ეხება. უპასუხე კითხვებს და გაიგე, რამდენად კარგად იცნობ მის ნაწამოებებს.
08:59 / 26-03-2021
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
16:29 / 05-05-2021
ვალუტა
EUR
EUR
1
4.1334
USD
USD
1
3.4399
GBP
GBP
1
4.7873
TRY
TRY
1
0.4114
RUB
RUB
100
4.6010
ამინდი
გურჯაანი 9 / 18 °C
img
საგარეჯო 7 / 13 °C
img
დ.წყარო 5 / 12 °C
img
სიღნაღი 8 / 17 °C
img
ლაგოდეხი 8 / 16 °C
img
ყვარელი 9 / 18 °C
img
თელავი 9 / 15 °C
img
ახმეტა 9 / 16 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2021 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.