საზოგადოება
ახალი კოვიდშემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 469 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი ისევ თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: თბილისი 212 შემთხვევა, აჭარა-33, იმერეთი-61, ქვემო ქართლი-31, შიდა ქართლი-34, გურია-12, სამეგრელო - ზემო სვანეთი-32, კახეთი-25, მცხეთა-მთიანეთი-20, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-1.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 249 934 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 236 922. გარდაიცვალა 2 987 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 472, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 656. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 563 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google