საზოგადოება
რა სამკურნალო თვისებები გააჩნია გვირილას
გვირილა ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სამკურნალო მცენარეა. მას უძველესი დროიდან იყენებენ სამედიცინო და პროფილაქტიკური მიზნებისთვის. ცნობილია გვირილის ისეთი თვისებები, როგორიცაა ანთების საწინააღმდეგო, მადეზინფიცირებელი, ტკივილგამაყუჩებელი.

გვირილას იყენებენ შემდეგი დაავადებების დროს: ბაქტერიული და ანთებითი წარმოშობის ეპითელური ქსოვილების დაავადებები, ნაღვლმდენი სისტემის დაავადებები და დარღვევები, სასუნთქი სისტემის დაავადებები, კუჭის დაავადებებითი ლორწოვანი გარსის ანთებითი, ეროზიული დაზიანებებით (როგორც მწვავე, ისე ქრონიკული სტადიები), შარდმდენი სისტემის ორგანოებისა და გზების ანთება, ქსოვილების, ორგანოების სხვა ანთებითი პროცესები, სხვადასხვა გამაღიზიანებლების მიმართ ინდივდუალურ ჰიპერსენსიტიურობასთან დაკავშირებული დაავადებები (ბრონქული ასთმა, ეგზემა, ალერგიული ეტიოლოგიის გასტრიტები), ტკივილის სინდრომის დაქვეითება, მათ შორის კბილისა და შაკიკის ტკივილის, ძილის დარღვევა, გაღიზიანებადობა, განგაშის შეგრძნება, ტრავმები, შემაერთებელი ქსოვილების დაჭიმვა, მენსტრუალური ტკივილი, რესპირატორული დაავადებები.

გარდა შინაგანი მოხმარებისა, იყენებენ გარეგნულადაც, კერძოდ, პირის ღრუში ანთებითი პროცესებისას სავლების სახით; კანის დაზიანებებისას – დამწვრობა, მოყინვა, წყლული, ეროზია, ეგზემა, ანთებითი ხასიათის გამონაყარი, ჭრილობები. თვალის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესებისას, ჰემოროიდალური (ბუასილის) კვანძების ანთებითი პროცესების შესამსუბუქებლად, აკნეს დროს, რევმატიზმის, პოდაგრის შეტევების, გაჭიმვის, ნაღძობის, ართრიტების დროს – კომპრესების სახით. ხელისგულების მომატებული ოფლიანობისას.

გვირილის ნაყენი ასე მზადდება:  აიღეთ 4 სუფრის კოვზი მშრალი გვირილა, დაასხით 300 მილიგრამი მდუღარე წყალი და ნახევარი საათი გააჩერეთ ორთქლზე. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ (წვენი გამოწურეთ ყვავილებიდანაც). მიღებული ნაყენი არაუმეტეს ორი დღისა შეინახეთ მაცივარში. მიღების წესი: ნახევარი ჭიქა ნაყენი მიიღეთ დღეში 2–3–ჯერ ჭამის შემდეგ. შეიძლება თაფლის დამატება.

გვირილის ჩაის მომზადება
სედატიური ეფექტის მისაღებად და მეტეორიზმის შესამსუბუქებლად გამოიყენება გვირილის ჩაი. მეტი ეფექტისთვის ჩაის სხვა მცენარეებთან ერთად ამზადებენ. მაგალითად, აიღეთ მშრალი გვირილის ყვავილები, კვლიავის თესლი და კატაბალახას ფესვები თანაფარდობით 3:5:2 (მაგალითად, 6 კოვზი გვირილა, 10 – კვლიავის თესლი და 2 – კატაბალახას ფესვი).  მცენარეების ნაზავი აურიეთ, ორ კოვზ ნაზავზე აიღეთ 400 მილიგრამი, ანუ ორი ჭიქა მდუღარე წყალი და დაასხით მცენარეების ნაკრებს, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 20 წუთი, შემდეგ გადაწურეთ (მცენარეებიც გაწურეთ). როგორც სედატიური, დამამშვიდებელი საშუალება, მიიღეთ 100 მილიგრამი (1/2 ჭიქა) დილით და საღამოს საათებში.

გვირილის მიღებას, შესაძლოა, მოჰყვეს უკუეფექტი: პირღებინება, პირღებინების შეგრძნება, არტერიული წნევის მატება, შინაგანი სისხლდენა, ალერგიული რეაქციები. გარეგნული მოხმარებისას შეიძლება გაჩნდეს გამონაყარი, ქავილი, ადგილობრივი ჰიპერემია, შეშუპება. ნებისმიერი გამოვლინების შემთხვევაში მიღება მაშინვე შეწყვიტეთ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გუშინ მოსულმა სეტყვამ ქალაქი დედოფლისწყარო დააზარალა. სტიქიამ,
რომელიც ათ წუთზე მეტხანს გრძელდებოდა, დედოფლისწყაროში მოსახლეობის
საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.
გუშინ მოსულმა სეტყვამ ქალაქი დედოფლისწყარო დააზარალა. სტიქიამ, რომელიც ათ წუთზე მეტხანს გრძელდებოდა, დედოფლისწყაროში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.
10:56 / 12.06.2021
დღეს აღდგომიდან მე-40 დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის
ამაღლებას ზეიმობს.
დღეს აღდგომიდან მე-40 დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს.
12:35 / 10.06.2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ებრაული წარწერებით
შესრულებული საფლავის ქვებია აღმოჩენილი, რომლებიც მე-18 მე -20
საუკუნეებით თარიღდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ებრაული წარწერებით შესრულებული საფლავის ქვებია აღმოჩენილი, რომლებიც მე-18 მე -20 საუკუნეებით თარიღდება.
15:34 / 09.06.2021
იწყება კონკურსი „სუფთა რეგიონი 2021“, რომელიც პროექტის „დავიცვათ
საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, „საქართველოს მწვანეთა
მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს” ინიციატივითა და გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, უკვე მეექვსედ
ტარდება.
იწყება კონკურსი „სუფთა რეგიონი 2021“, რომელიც პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს” ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, უკვე მეექვსედ ტარდება.
13:14 / 07.06.2021
სამართალი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
13:30 / 08-06-2021
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ცოლმა მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა.
11:30 / 05-06-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ურთიერთშელპაპარაკების დროს შუახნის მამაკაცი დაჭრეს.
11:20 / 26-05-2021
ეკონომიკა
კახეთში, სოფელ ართანისა და ფშაველის ტერიტორიაზე გამავალი ნაურდლის სარწყავ სისტემაზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა.
15:05 / 10-06-2021
ქალაქ წნორში დამატებით კიდევ 4 ახალი ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტის მიხედვით გზები დაიგება „ჭავჭავაძის“,“სიხაშვილის“, „არსენას“ და „მეგობრობის“ ქუჩებზე.
16:50 / 08-06-2021
სხვა ამბები
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის საუკეთესო ათეული ცნობილია. მათ შორის არიან თელავისა და დუისის საჯარო სკოლის პედაგოგები.
16:43 / 15-06-2021
ქალაქ ერევანში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე გურჯაანის კლუბ „მგლების“ სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.
16:22 / 15-06-2021
ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის ონლაინტურნირზე გურჯაანის საჭადრაკო კლუბის მოსწავლე, დათა ყალაგებაშვილიც იღებდა მონაწილეობას, რომელმაც ასაკობრივ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
15:08 / 14-06-2021
გურჯაანის კულტურის ცენტრის და ახალგაზრდული საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, კულტურის ცენტრში ჭადრაკის მოყვარულთათვის ტურნირი ჩატარდა.
13:34 / 12-06-2021
გურჯაანის მეოთხე საბავშვო ბაგა-ბაღში პირველი ივლისიდან საზაფხულო ჯგუფები დაიწყებს ფუნქციონირებას.
12:51 / 11-06-2021
ტესტი
1939 წლის 26 მარტს დაიბადა თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი. მისი უამრავი ნაწარმოები შეიყვარა საზოგადოებამ. გთავაზობთ კითხვარს, რომელიც სწორედ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას ეხება. უპასუხე კითხვებს და გაიგე, რამდენად კარგად იცნობ მის ნაწამოებებს.
08:59 / 26-03-2021
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
17:27 / 22-06-2021
ვალუტა
EUR
EUR
1
3.7545
USD
USD
1
3.1566
GBP
GBP
1
4.3810
TRY
TRY
1
0.3630
RUB
RUB
100
4.3140
ამინდი
გურჯაანი 22 / 38 °C
img
საგარეჯო 20 / 33 °C
img
დ.წყარო 20 / 29 °C
img
სიღნაღი 19 / 37 °C
img
ლაგოდეხი 19 / 33 °C
img
ყვარელი 22 / 37 °C
img
თელავი 19 / 36 °C
img
ახმეტა 18 / 36 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.