საზოგადოება
რა დაავადებებს კურნავს მრავალძარღვა
მრავალძარღვა უნიკალური მცენარეა მას გააჩნია – ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობების შემხორცებელი, ამოსახველებელი, სისხლდენის შემაჩერებელი, შარდმდენი და პრამიტენზური თვისებები.

ფოთლების ნაყენი რეკომენდებულია როგორც ამოსახველებელი საშუალება სასუნთქი ორგანოების მწვავე და ქრონიკული დაავადებისას. მრავალძარღვა ფართოდ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, მწვავე და ქრონიკული ენტერიტის, წყლულოვანი კოლიტის, დიარეის სამკურნალოდ. მრავალძარღვას ნახარშები და ნაყენები, ასევე, გამოიყენება ნერვული აშლილობების, შფოთიანობისა და უძილობის დროს ძილისმომგვრელ საშუალებად, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, მომატებულ აღგზნებადობას, კურნავს ნევროზების მსუბუქ ფორმებს.

მცენარის ახალი წვენი და ფოთლები აჩერებს სისხლდენას ჭრილობიდან, ბლოკავს ანთების წარმოქმნას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური თვისებები. მრავალძარღვას წვენი შეუცვლელია წყლულოვანი ანთებებისა და დიდხანს შეუხორცებელი ჭრილობების დროს – ის აჩქარებს ჭრილობიდან მკვდარი ლეიკოციტებისა და ბაქტერიების გამოდევნას, ხელს უწყობს ქსოვილების სწრაფ შეხორცებას. სასუნთქი გზების დაავადების დროს მრავალძარღვას ნახარში ათხიერებს ნახველს და წმენდს ბრონქებს. მრავალძარღვას ნაყენებს იყენებენ მშრალი ხველის, ყელის ტკივილისა და გართულებული ყლაპვის დროს. ის ეფექტურად აქრობს ანთებას, სპობს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებსა და ვირუსებს.

მრავალძარღვას ფოთლებისაგან ამზადებენ ნახარშებს და ნაყენებს. 30 გრ მშრალ, დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა წყალი. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი, როგორც ამოსახველებელი საშუალება ბრონქიტების, ყივანახველის, ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზის დროს.
10 გრ (2 სუფრის კოვზი) მშრალი დაქუცმაცებული მრავალძარღვა მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი, დაახურეთ თავზე, ადუღეთ წყლის აბაზანაში 30 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ 10 წთ ოთახის ტემპერატურამდე, გადაწურეთ. დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნახარში შეავსეთ საწყისი მოცულობის მიღებამდე ანადუღარი წყლით (200 მლ-მდე). მიიღეთ 1/2-1/3 ჭიქა 5-10 წთ-ით ადრე ჭამის წინ 3-4-ჯერ დღეში.

ცხელი ნაყენის მისაღებად 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 10 წთ, დალიეთ 1 სთ-ის განმავლობაში ყლუპებთ (სადღესამისო ნორმა).

ახალი ფოთლებისაგან წვენის მისაღებად კარგად გარეცხილი ფოთლები წვრილად დაჭერით, დაჭყლიტეთ, გამოწურეთ, მიღებულ წვენს შეურიეთ იმავე რაოდენობის თაფლი (1:1), ადუღეთ 20 წთ-ის განმავლობაში, მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ დილას – უზმოზე და საღამოს – ჭამის წინ. შეინახეთ თავდახურული, გრილ, ბნელ ადგილას.

| Print |
FaceBook Twitter Google