საზოგადოება
პირველი თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება არ აღდგება
საქართველოში პირველი თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება არ აღდგება, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არის რეგიონებს შორის მობილობის მაღალი კონტრიბუტორი. დღეის მდგომარეობით ეპიდემიოლოგიური ვითარება სხვადასხვა რეგიონში განსხვავდება. აჭარაში მნიშვნელოვნად კარგი ვითარებაა, მაშინ, როდესაც სამწუხაროდ იმერეთში ჯერ არ არის ასეთი რიცხვები. თუ საქალაქთაშორსო ტრანპორტი აქტიურად ამოქმედდება, ძალიან სწრაფად მოხდება გაუარესება იმ რეგიონებში, სადაც უკეთესი ვითარებაა. ამიტომ მობილობა როგორც ქალაქებს შიგნით, ასევე რეგიონებს შორის, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, უნდა შევინარჩუნოთ დაბალ დონეზე, სანამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გათანაბრდება, არ გაუმჯობესდება ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მგზავრების გადაყვანა აკრძალულია რკინიგზით, ავტობუსით და სამარშრუტო ტაქსით, შეზღუდვა არ წესდება მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე.


| Print |
FaceBook Twitter Google