საზოგადოება
ხახვი და მისი სამკურნალო თვისებები
ხახვი თავისი სასარგებლო თვისებებით ოდითგან არის ცნობილი. ადამიანები მას ანტიბიოტიკების სახითა და მიკრობების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ.

ხახვის შემცველობაშია: ანტიოქსიდანტები, ფლავონოიდი კვარცეტინი, რომელიც შლის ცხიმებს და აბრკოლებს კიბოს უჯრედების ზრდას; ფიტონციდები, შაქრები, ორგანული მჟავები და მინერალური ნივთიერებები. სპეციფიკური სუნი და მწარე გემო ეთერზეთის წყალობით აქვს. მისი წვენი შეიცავს იოდს, რომელიც აბრკოლებს ისეთი დაავადებების პროგრესს, როგორიცაა იშემია, ათეროსკლეროზი, ინფარქტი და ინსულტი. შეძენილი დიაბეტის დროს ხახვი წმენდს სისხლს ზედმეტი გლუკოზისგან.

ხახვის მუდმივი გამოყენება ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას ასაკოვან ადამიანებში. გარდა ამისა, აძლიერებს მადას, აგვარებს ნაწლავების ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს და ეწინააღმდეგება რესპირატორულ დაავადებებს. ხახვის ცოცხალი წვენი შველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევებს, ებრძვის ათეროსკლეროზს, გაციებასა და ბრონქიტს, ჰიპერტონიასა და სქესობრივ დისფუნქციას. ხახვს ერთი კარგი თვისება აქვს - საკმარისია მწერის ნაკბენზე წასმა და ტკივილი მალე გაქრება, ხოლო შესიება არსებითად შემცირდება.

ხახვის სასარგებლო თვისებები სრული მოცულობით ჩნდება მისი ნედლი სახით გამოყენებისას, თერმული დამუშავების შედეგად სასარგებლო თვისებები კლებულობს. ხახვს აქვს შარდმდენი მოქმედება, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას. არის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალება ჭიების საწინააღმდეგოდ.

მყესების დაჭიმვისას: გაასუფთავეთ ხახვი, დაჭერით წვრილად, დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი და კარგად აურიეთ. წაუსვით მიღებული მასა ქსოვილზე და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. შეცვალეთ დღე-ღამეში ერთხელ. გაჭყლეტილი ხახვის მასა ხელს უწყობს აბსცესების, ფურუნკულების მომწიფებას და იქიდან ჩირქის გამოდევნას. ამისთვის ხახვის ფაფისებური შემთბარი მასა დაიდეთ აბსცესზე (ძირმაგარაზე) და შეიხვიეთ. გამოიცვალეთ დღეში ორჯერ.

დიაბეტის დროს: 2-3 დაქუცმაცებულ ხახვს დაასხით 2 ჩაის ჭიქა თბილი წყალი, გააჩერეთ 7-8 საათი, გადაწურეთ. ნაყენი მიიღეთ 1 ყავის ჭიქის ოდენობით დღეში სამჯერ, ჭამის წინ.

ხველებისა და ბრონქიტის დროს: 500 გრამ დაქუცმაცებულ ხახვი. 400 გრამი შაქარი, 50 გრამი თაფლი, 1 ლიტრი წყალი აურიეთ, ნელ ცეცხლზე ადუღეთ 3 საათი. გააციეთ, გადაწურეთ და გადაასხით ბოთლში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 4-6-ჯერ. შეინახეთ კარგად დახურულ მდგომარეობაში ცივ, ბნელ ადგილას.

ბავშვებში კბილის ტკივილისას გაჭერით ხახვი შუაზე და დაადეთ ის, თუ კბილი მარცხენა მხარეს სტკივა, მარცხენა იდაყვის, ხოლო თუ მარჯვენა მხარეს - მარჯვენა იდაყვის სახარში (შიდა მხარეს) გაჭრილი მხრიდან, გადაახვიეთ დოლბანდით. 10-15 წუთში ტკივილი გაქრება. ამის შემდეგ ხახვი იდაყვიდან აიღეთ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და საკრებულოს
თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა სოფელ ჩუმლაყში, ახლადრეაბილიტირებული
მე-10 შიდა საუბნო გზა მოინახულეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა სოფელ ჩუმლაყში, ახლადრეაბილიტირებული მე-10 შიდა საუბნო გზა მოინახულეს.
13:55 / 02.03.2021
holst.ge არის ერთ-ერთი პირველი ონლაინ ჰიპერმარკეტი საქართველოში,
რომლის მისიაა მომხმარებლებს მიაწოდოს მსოფლიოში ცნობილი ბრდების
პროდუქცია. მთლიანი გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა თქვენ
ისარგებლოთ მაღალი ხარისხის ნივთებითა და კომფორტული მომსახურებით.
holst.ge არის ერთ-ერთი პირველი ონლაინ ჰიპერმარკეტი საქართველოში, რომლის მისიაა მომხმარებლებს მიაწოდოს მსოფლიოში ცნობილი ბრდების პროდუქცია. მთლიანი გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა თქვენ ისარგებლოთ მაღალი ხარისხის ნივთებითა და კომფორტული მომსახურებით.
19:54 / 27.02.2021
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის
გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში
გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
11:08 / 18.02.2021
როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით
ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო.
როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო.
12:44 / 17.02.2021
სამართალი
ყვარელში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, BMW- ს მარკის ავტომობილის ძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა,  გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
19:43 / 16-02-2021
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენჯერმე ამობრუნდა და შემდეგ ხეს შეეჯახა.
15:51 / 16-02-2021
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხუთ რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. ახმეტის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის გარდა ხელმძღვანელები ყველგან შეიცვალნენ.
14:15 / 12-02-2021
ეკონომიკა
გურჯაანი-ზიარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 6-კილომეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდება და მეწყერსაშიშ ზონებში ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება.
14:05 / 11-02-2021
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურჯაანში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
14:16 / 03-02-2021
სხვა ამბები
ეს კომიტეტი იქნება პლატფორმა, სადაც კერძო სექტორს შეეძლება თუნდაც მარეგულირებელთან საუბარი კონკრეტულ ინიციატივებზე. მინდა გთხოვოთ მაქიმალური ჩართულობა ნებისმიერი კანონპროექტის განხილვისას, რადგან ასე იქნება შესაძლებელი, მაქსიმალურად ყველას ინტერესების დაცვით განხორციელდეს ნებისმიერი რეფორმა.
14:32 / 02-03-2021
მინდა შევეხო პანდემიის შედეგებთან ბრძოლასა და ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენის საჭიროებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროს ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
15:51 / 23-02-2021
მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
17:14 / 18-02-2021
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. კანონმდებლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პროკურატურას თანხმობა მისცეს, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს. შესაბამისი დადგენილება 88 ხმით მიიღეს.
16:27 / 16-02-2021
ქალაქ გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის პირველ და მეექვსე კლასში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, ამიტომ კლასები ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდნენ.
13:22 / 16-02-2021
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
17:06 / 04-03-2021
ტესტი
20 ივნისს "საქართველოს ხმად" აღიარებული ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა.  სახალხო მოლექსე და  ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული მომღერალი 1928 წელს სიღნაღის რაიონში დაიბადა.
10:49 / 20-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9640
USD
USD
1
3.3202
GBP
GBP
1
4.5835
TRY
TRY
1
0.4418
RUB
RUB
100
4.4518
ამინდი
გურჯაანი 1 / 14 °C
img
საგარეჯო -1 / 10 °C
img
დ.წყარო -3 / 14 °C
img
სიღნაღი 1 / 16 °C
img
ლაგოდეხი 1 / 14 °C
img
ყვარელი 1 / 14 °C
img
თელავი 1 / 11 °C
img
ახმეტა 0 / 11 °C
img
კალენდარი
«« მარტი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.