საზოგადოება
დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტი 27 იანვარს განიხილავს
51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტი საკითხის განხილვას საკომიტეტო მოსმენაზე 27 იანვარს დაიწყებს.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა 18:00 საათზეა ჩანიშნული. რეგლამენტის გათვალისწინებით პირველ რიგში შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. დანარჩენი დეპუტატების საკითხი კი კომიტეტზე 28 იანვარს გავა. პლენარულ სხდომაზე განხილვა კი საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება, რომელიც რეგლამენტის გათვალისწინებით თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

| Print |
FaceBook Twitter Google