საზოგადოება
რა პირობებით შეძლებენ ტურისტები საქართველოში შემოსვლას
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები შემოსვლას კორონავირუსის ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, ან ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის დამადასტურებელი საბუთით შეძლებენ. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში მათ სავალდებულო იზოლაციის გავლა აღარ მოუწევთ.
„ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ნიშნავს ორ სრულ დოზას, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება უპირობოდ საქართველოში შემოსვლა. ვითვალისწინებთ იმას, რომ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება და ესაა ჩვენი პირველი მთავარი სამიზნე ჯგუფი, თუნდაც მწვანე აჭარაში ჩასაყვანად. რაც შეეხება არავაქცინირებულ უცხო ქვეყნის ვიზიტორებს საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა ექნება მათ, ვისაც ბოლო 72 საათში ექნება გაკეთებული PCR ტესტი და ეს პასუხი იქნება ნეგატიური. ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ , ისინი ვალდებულები იქნებიან მესამე დღეს ჩაიტარონ PCR ტესტი, ანუ ჩვენ აქ თვითიზოლაციის ვალდებულებას ვაუქმებთ. მათ ექნებათ შესაძლებლობა ქვეყანაში ჩაიტარონ მესამე დღეს PCR ტესტი, შემოვიდნენ და კომფორტულად იგრძნონ თავი საქართველოში“,- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საჰაერო მიმოსვლა საქართველოში პირველი თებერვლიდან აღდგება.


| Print |
FaceBook Twitter Google