საზოგადოება
ამ ეტაპზე ყველაზე საყურადღებო სკოლები და ტრანსპორტია - მარინა ენდელაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რათა შემთხვევებმა ისევ არ იმატოს და საჭირო არ გახდეს შეზღუდვების გამკაცრება.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე საყურადღებო სკოლები და ტრანსპორტია.
„ამ ეტაპზე ყველაზე საყურადღებოა სკოლები და ტრანსპორტი. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ეს პირველ რიგში, ეხება მშობლებს. თუ კი მოხდება ის, რომ ბავშვს თუნდაც უმნიშვნელო სიმპტომი გამოუვლინდება, არ უნდა გაუშვან სკოლაში. ან თუ ოჯახის წევრს ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი. ასევე, საფრთხილოა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მინდა, ვურჩიო ყველას, ძალიან გადატვირთული ტრანსპორტით ნუ იმოძრავებენ. კორონავირუსი არსად წასულა და ის ჯერ ჩვენთან არის ისევ“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით, სწავლა ყველა სკოლაში დაიწყო. თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა.

| Print |
FaceBook Twitter Google