უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი
აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება
მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კინო-თეატრებს.
19 მარტიდან, დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა რესტორნებში.
ასევე, 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო
მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მატჩზე
მაყურებლის დასწრება დისტანციის და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური
უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. სტადიონზე დაშვებული იქნება
მაყურებელთა 30%.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ღამით
გადაადგილების შეზღუდვა.. დაკვირვების შედეგად ეპიდემიოლოგიური
სურათის ანალიზის საფუძველზე, მიიღება შემდგომი გადაწყვეტილებები.
მასალის გამოყენების პირობები