საზოგადოება
კახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთის ზოგიერთ რეგიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე გათბება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში უმეტესად მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმაა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. +10 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი სიღნაღში, დღე უმეტესად მზიანი იქნება, ღამით ჰაერის ტემპერატურა +3 იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /