გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში ნალექიანი
ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსამდე გათბება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +15
გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც
ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში
+11 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც
ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +11 გრადუსი
დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. +14 გრადუსი და
წვიმაა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6-მდე
დაიწევს.
მასალის გამოყენების პირობები