საზოგადოება
ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილ დათა ვანიშვილს დღეს დაკრძალავენ
დღეს ხურვალეთში დათა ვანიშვილს დაკრძალავენ. ადამიანს, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული სახლი არ მიატოვა და მეუღლესთან ერთად იქ განაგრძო ცხოვრება.

2014 წელს ის ოკუპანტებმა იმის გამო დააკავეს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად იყო გადმოსული. საოკუპაციო რეჟიმის აკრძალვების მიუხედავად, დათა პაპა მაინც ახერხებდა თითქმის ყველა არჩევნების დროს გადმოსვლას და საკუთარი პოზიციის დადასტურებას.

შეგახსენებთ, რომ დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა. მას ოკუპირებულ სასაფლაოზე დაკრძალავენ.

| Print |
FaceBook Twitter Google