საზოგადოება
გურჯაანში დასუფთავების აქცია ჩატარდა
დღეს, გურჯაანში სანაპიროს ქუჩაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ "დასუფთავების სამსახურის" თანამშრომლებმა მინი სტადიონის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

„დღეს არის ბუნებრივი რესურსების დაცვის დღე. აქცია ტარდება ყველა მუნიციპალიტეტში და შესაბამისად ჩვენც ვუერთდებით მას. გვინდა, რომ
გურჯაანი იყოს სუფთა ქალაქი.“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

აქცია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინაციით, რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში იმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / გურჯაანი /