საზოგადოება
სოფელ საქობოში ნახევარფაბრიკატების საწარმო დააჯარიმეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში არსებულ ნახევარფაბრიკატების საწარმოში დარღვევები აღმოაჩინეს.

კრიტიკული შეუსაბამობებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევების გამო, ინდმეწარმეს საწარმოო პროცესი შეუჩერეს და დააჯარიმეს.


როგორც უწყებაში განმარტავენ, მეწარმე სამუშაოების განახლებას მას შემდეგ შეძლებს, რაც აღნიშნულ ხარვეზებს გამოასწორებს.




| Print |
FaceBook Twitter Google