საზოგადოება
არჩილ ხანდამაშვილი გამწვანების აქციაში ჩაერთო
ქალაქ გურჯაანში, კულტურის ცენტრის წინ სკვერის გამწვანება მიმდინარეობს.

მრავალწლიანი ნერგების დარგვაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, შვილთან და ვიცე მერთან თეიმურაზ ზავრაშვილთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

კულტურის ცენტრის მიმდებარე სკვერში დაირგო: ტუიას, ფოტინიას, ემანიუსის და სხვა ჯიშის ნერგები. ასევე, მოეწყო სარწყავი სისტემა.

არსებული სკვერის განახლება ა(ა)იპ გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის ინიციატივით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, გამწვანებასთან ერთად, სკვერში არსებული ინვენტარისა და სავალი ბილიკის რეაბილიტაციაც იგეგმება.


[R]
| Print |
FaceBook Twitter Google