საზოგადოება
ბაკურციხის მოსახლეობამ შემოვლითი გზის მშენებლობა გააპროტესტა
სოფელ ბაკურციხის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი შემოვლითი გზის მშენებლობა აპროტესტებდნენ.
მათი განცხადებით, გურჯაანი-ბაკურციხის დამაკავშირებელი ახალი გზა, რომელიც სოფელზე გადის, ვენახებამდე მისასვლელს კეტავს, რის გამოც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელად დამატებით რამდენიმე კილომეტრის გავლა მოუწევთ.

მოსახლეობას მერიის ინფრასტრუქტურის უფროსი კოტე ბერიძიშვილი შეხვდა, როგორც მან განაცხდა, პრობლემის მოგვარებაზე უახლოე პერიოდში იმსჯელებენ.
„აქ მცხოვრებ ადამიანებს პრობლემა მართლაც ექმნებათ. არ ვიცი, თავის დროზე რატომ არ ჩატარდა ამაზე სამუშაო. უახლოეს დღეებში ვიმსჯელებთ, კომპანიასთანაც და საგზაო დეპარტამენტთანაც”- განაცხდა მან.

შეგახსენებთ, რომ გზის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და სამუშაოებს კომპანია “ბლექ სი გრუპი” ასრულებს.

| Print |
FaceBook Twitter Google