საზოგადოება
სტიქიის გამო გურჯაანის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია
ძლიერი წვიმის შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანსა და ჭანდარში მოვარდნილმა ღვარცოფმა ქვა-ღორღი ჩამოიტანა, რის გამოც ცენტრალური მაგისტრალი ჩაიხერგა. ამ დროისთვის შეფერხებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, ადგილზე უკვე გასულია ტექნიკა.

„ამ წუთებში გასულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდა, რომ რაც შეიძლება მალე აღდგეს მოძრაობა.“ - განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
სტიქიის შედეგად გაიშია ელექტრონერეგია და აბონენტების ნაწილს ამ დროისთვის შუქი არ მიწოდება.

როგორც ენერგო-პრო ჯორჯიაში განმარტავენ, ავარიულად გამორთული სადენების აღსადგენად კომპანია ყველა ლოკაციაზე მუშაობს.






| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სტიქია /