საზოგადოება
გურჯაანის მერიამ, სოფელ კაჭრეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების აღდგენა დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვა მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ადგილზე გაეცნო.

" სოფელ კაჭრეთში რამდენიმე დღეა დაიწყო აღნიშნული სამუშაოები და აქტიუარად მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს დროში მოხდა თანხის გამოყოფა და სამუშაოების დაწყება, რისი პირობაც მოსახლობას მივეცით. ახლა, ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად მოკლე ვადაში და რა თქმა უნდა ხარისხიანად შესრულდეს სამუშაოები."- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს მოსული სტიქიის შედეგად, სოფელ კაჭრეთში 201 საცხოვრებელი სახლის, მათ შორის 4 მრავალბინიანი კორპუსის, სახურავი დაზიანდა, რომელთა რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 2,5 მლნ ლარი გამოიყო. საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები მაისის ბოლომდე დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კაჭრეთი / სტიქია /