საზოგადოება
ზიარის ტყეში დაკარგული მამა და შვილი სახლში დაბრუნდნენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარიდან დაკარგული მამა და 5 წლის შვილი სახლში დაბრუნდნენ.

ლევან მარკოზაშვილსა და მისი მცირეწლოვან ვაჟს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ისინი „ნივის“ მარკის ავტომობილით ტყეში შეშის მოსაჭრელად წავიდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან.

ამჟამად, მამაც და შვილისც თავს კარგად გრძნობენ.  სამძებრო სამუშაოებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის პოლიციის სამმართველოც იყო ჩართული.

| Print |
FaceBook Twitter Google