გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ
რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი.
20-21 მაისს საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს დასავლეთ საქართველოში +32, +37,
აღმოსავლეთ საქართველოში +30,+35 გრადუსამდე მოიმატებს. 22 მაისს დღის
მეორე ნახევრიდან ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის
დასავლეთ ნაწილში +25, +30 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ
საქართველოს ბარში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს.
23-24 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა
და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთ საქართველოში
აგრილდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერის მაღალი ტემპერატურა
(+30, +35 გრადუსი) შენარჩუნდება.
თბილისში 19 – 22 მაისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება, 23-24 მაისს
შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +33,
+35 გრადუსი დაფიქსირდება. 19 მაისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი.
მასალის გამოყენების პირობები