საზოგადოება
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებენ
დღეიდან საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებენ, პირადობის ელექტრონულ მოწმობას კი - უფასოდ. სპეციალური აქცია 7 ივნისამდე გასტანს.


ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებს მოქალაქე: რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი; რომლის ბიომეტრიული პასპორტი ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა; რომელიც ფლობს ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტს.


პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს მოქალაქე:რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; რომელიც ფლობს პირადობის ძველ, ლამინირებულ დოკუმენტს;რომლის ელექტრონული პირადობის მოწმობა ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა.

სპეციალურ აქციაში ჩასართავად უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს ადგილზე უნდა მიმართონ.

| Print |
FaceBook Twitter Google