საზოგადოება
დღეს ნინოობაა
მართლმადიდებლური ეკლესია პირველ ივნისს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.

წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მოციქულთა სწორი ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.

წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს - გარდაცვალება.

| Print |
FaceBook Twitter Google