საზოგადოება
ველისციხეში ებრაული სასაფლაო აღმოაჩინეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ებრაული წარწერებით შესრულებული საფლავის ქვებია აღმოჩენილი, რომლებიც მე-18 მე -20 საუკუნეებით თარიღდება.

აღნიშნული ტერიტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა დაასუფთავეს. დაიდგა ბანერი, რომელიც მნახველს ადგილის მნიშვნელობაზე მიანიშნებს.

მერის წარმომადგენლის სოფელ ველისციხეში ნათია თათარაშვილის განმარტებით, ამ აღმოჩენით სოფელი ველისციხე კახეთის რეგიონის ებრაელთა პირველი კულტურული მარშრუტის წერტილი გახდება.
„საფლავები დაახლოვებით იანვარში აღმოაჩინეს სტუდენტებმა. მათ დაიწყეს ადგილის გასუფთავება რადგან გადმოცემით იცოდნენ რომ აქ ებრაელების სასაფლაო იყო. გასუფთავების დროს მიაგნეს ქვებს. როგორც პირველადი დათვალიერებით აღმოჩნდა ეს ქვები არის მე-18 საუკუნის ბოლო მე-20 საუკუნის დასაწყისის. დაიდგა ბანერი და ეს იქნება კიდევ ერთი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი. ჯამში ეს სოფლისთვის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.“

ყოფილი ებრაული სასაფლაოს ტერიტორია ისრაელის სახელმწიფოს ელჩმა რან გიდორმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა მოინახულეს.


| Print |
FaceBook Twitter Google