საზოგადოება
სეტყვამ დედოფლისწყარო დააზარალა
გუშინ მოსულმა სეტყვამ ქალაქი დედოფლისწყარო დააზარალა. სტიქიამ, რომელიც ათ წუთზე მეტხანს გრძელდებოდა, დედოფლისწყაროში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განმარტებით, სეტყვამ ზიანი მხოლოდ ქალაქს მიაყენა.

,, სტიქია ძირითადად, ქალაქში მოვიდა. საკარმიდამო ნაკვეთები რომ დაისეტყვა, ეს დაზუსტებით შემიძლია გითხრათ-“განაცხადა მან.

სტიქიის შედეგად, განადგურებულია ერთწლოვანი ბოსტნეული კულტურები და ნათესები.

| Print |
FaceBook Twitter Google