საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 23:00 საათიდან გადაადგილებაზე
შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება 22
ივნისს მიიღო. კერძოდ, პირველი ივლისიდან უქმდება გადაადგილებაზე
შეზღუდვა, რომელიც 23:00 საათიდან 04:00 საათამდე მოქმედებდა.
ამასთან, საბჭოში დააზუსტეს, რომ შეზღუდვა აღარ იმოქმედებს 30 ივნისის
საღამოს თერთმეტი საათიდან.
შეგახსენებთ, რომ მობილობის შესამცირებლად, გადაადგილებაზე შეზღუდვა
2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებდა. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე
პირთა გადაადგილება როგორც ფეხით, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე
საჯარო სივრცეში ყოფნა იყო აკრძალული.
2021 წლის პირველი ივნისიდან შეზღუდვის პერიოდი შემცირდა და 23:00
საათიდან დილის ოთხ საათამდე მოქმედებდა.
მასალის გამოყენების პირობები