საზოგადოება
ლექსო ლაშქარავას გამოსვენებისას ოპერატორებმა კოლეგა დაშვებული კამერებით გააცილეს
კორპუსის წინ, საიდანაც ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გამოასვენეს, სხვადასხვა ტელევიზიის ოპერატორებმა დერეფანი გააკეთეს და კოლეგა დაშვებული კამერებითა და ტაშით გააცილეს. 

გარდაცვლილ ოპერატორს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ. ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ერთი კვირის წინ, ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

| Print |
FaceBook Twitter Google