საზოგადოება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნაცვლად აბონენტებს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ მოემსახურება
დღეიდან აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას “ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად, „ეპ ჯორჯია მიწოდება“ უზრუნველყოფს.


„გაცნობებთ, რომ 27 ივლისიდან, იცვლება ელ.ენერგიის მომწოდებელი კომპანია და “ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად, აბონენტებს მოემსახურება „ეპ ჯორჯია მიწოდება“. ინტერნეტ და მობაილ ბანკში მომწოდებელი კომპანიის დასახელება არსებულ შაბლონებში განახლდება ავტომატურად.“ - აღნიშნულია იურიდიული პირების ინტერნეტ ბანკის შეტყობინებაში.

აპლიკაციები უკვე განახლებულია ფიზიკური პირების მობაილბანკშიც.

აქვე განვმარტავთ, რომ არ იცვლება აბონენტის ნომერი, მომსახურების ტარიფი და სხვა ტექნიკური საკითხები.



| Print |
FaceBook Twitter Google