განათლება
ევროპული სასწავლო პროგრამა, როგორც ხიდი საერთაშორისო განათლებისკენ
„ორი წლის წინ ახალციხის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საზღვარგარეთ გავაგრძელებდი სწავლას - ეს შეუძლებლად მიმაჩნდა. ვფიქრობდი, რომ ამისთვის ან ძალიან ჭკვიანი უნდა ვყოფილიყავი, ან ძალიან მდიდარი და ჩემი ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გამო, სულ მიუღწევლად მეჩვენებოდა. შემოდგომიდან ამერიკის ერთერთ წამყვან უნივერსიტეტში ვისწავლი და ეს მართლა ხდება“ - ეს სიტყვები 18 წლის ახალციხელ გოგოს - ნინო ჟუჟუნაძეს ეკუთვნის.

ნინო აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის 2021 წლის კურსდამთავრებულია, რომელმაც Minerva Schools at KGI-ის უნივერსიტეტის სტიპენდია მოიპოვა და სწავლას სან-ფრანცისკოშიგააგრძელებს. სწავლის გადასახადს - 21 000 აშშ დოლარს ნინოს უნივერსიტეტიდაუფინანსებს, სადაც ის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს დაეუფლება, მოგვიანებით კი ბიოქიმიურ ინჟინერიას შეისწავლის.

ფოტოზე: ნინო ჟუჟუნაძე

ეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ორი წლის წინ ნინოს მეგობარმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გადაწყვიტა, აპლიკაცია გაეგზავნა. დადებითი პასუხისმიღების შემდეგ მან კიდევ ორი - შიდა გამოცდა და გასაუბრების ეტაპები გაიარა და ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამაზე ჩაირიცხა. „ამ სკოლაში გადმოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ სწავლება ევროპული სისტემით მიმდინარეობდა,კვალიფიციური ლექტორები გვყავდნენ და სკოლა ხარისხიან განათლებას გვაძლევდა, ექვსი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან თანაცხოვრება დამეხმარა, სამყაროსთვის სხვა კულტურული პრიზმიდან შემეხედა და მრავალფეროვნების მიმართ მიმღებლობა გამეზარდა“.

ნინო ევროპულ სკოლაში სწავლის საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ სწორედ აქ შეძლო, გაეაზრებინა - გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლება თუ სხვადასხვა ცოდნისა და გამოცდილების ადამიანები ერთად იმუშავებენ. „სწავლის პროცესში განმივითარდა კვლევის, კრიტიკული აზროვნებისა და პრეზენტაციის უნარები. მჯერა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე მიღებული გამოცდილება, როგორც მომავალ მეცნიერს,ახალ საუნივერსიტეტო გარემოში წარმატების მიღწევაში დამეხმარება. ისეთი პატარ-პატარა ბარიერების დაძლევამ, როგორიცაა ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრება და პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება, იმდენად გამაძლიერა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრებას და ქვეყნიდან შორს ყოფნასდაბრკოლებად ვერ აღვიქვამ. ყველა სიახლისთვის მზად ვარ და ეს თავდაჯერებულობა სწორედ ამ სკოლის დამსახურებაა“.


სწავლას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით რომ გააგრძელებდა, ნინომ ეს სამი წლის წინ გადაწყვიტა. ფიქრობს, რომ მისი მომავალი მეცნიერებას, ბიზნესს და განათლებას უკავშირდება. კარიერის გრძელ გზაზე მაგისტრის და დოქტორის ხარისხის მოპოვებას, დამოუკიდებელი კვლევების ჩატარებას, უჯრედის შესწავლას და სასწავლო ლაბორატორიის გახსნას აპირებს. „სპეციალიზების შემდეგ, საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები. აქ არ გაგვაჩნია ლაბორატორიები, სადაც ჩემი სფეროს წარმომადგენლები შეძლებდნენ მუშაობას, ამიტომ ხშირად ვფიქრობ ხოლმედაბრუნების შემდეგ საკუთარი სკოლა-ლაბორატორიის შექმნას. ამისთვის ძალიან დიდი შრომის გაწევა მომიწევს, ეს გააზრებული მაქვს, თუმცა, პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგი“ - ამბობს ნინო.

ფოტოზე: ნინო ჟუჟუნაძე

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა ევროკავშირის ინიციატივაა პარტნიორობის ექვსი ქვეყნისათვის - აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვას რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. პროგრამაფოკუსირებულია საშუალო განათლებაზე და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერებას, ის მაღალი ხარისხის განათლების მიღებას სთავაზობს ბოლო ორი, დამამათავრებელი კლასის მოსწავლეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან.მოსწავლეები სწავლის წარმატებით დასრულებისას მოიპოვებენ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დიპლომს ევროპათმცოდნეობის დარგში. 2021 წლის გამოსაშვები კლასის 34 მოსწავლიდან 11 საქართველოდანაა, მათ შორის თბილისიდან, ხაშურიდან, რუსთავიდან და ახალციხიდან.

ლუკა ხაჩიძე ევროპული სკოლის კიდევ ერთი კურსდამთავრებულია, რომელიც სწავლას საზღვარგარეთ, ლიეტუვაში, კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით გააგრძელებს. ევროპულ სკოლაში ჩარიცხვამდე ლუკა ხაშურისწმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონში სწავლობდა. „სემინარიაში სწავლისას სხვადასხვა ინტერესები მქონდა, მაგალითად, ხატწერას ვსწავლობდი, ქართული ფოლკლორი და კულტურა მიტაცებდა. პარალელურად კი, დაინტერესებული ვიყავი პროგრამირებით, ვსწავლობდი ჩემით და ვაწყობდი ასისტენტებს, რამდენიმე თამაში შევქმენი.თავიდან ეს ყველაფერი მხოლოდ ჰობი იყო ჩემთვის, მოგვიანებით, მათემატიკისა და ფიზიკის მიმართ ინტერესი გაცილებით გამიღრმავდა. სწორედ ამ პერიოდში, მეგობრისგან შევიტყვე, რომ არსებობდა სკოლა, სადაც ბევრად უკეთესი განათლების მიღება შემეძლო. გადავწყვიტე, „ახალ სკოლაში“ აპლიკაციის შეტანა. საბოლოოდ, გადავლახე შესარჩევი ეტაპები, საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამაზე ჩავირიცხე და სასწავლებლად ხაშურიდან თბილისში გადავედი“ - გვიყვება ლუკა.

ფოტოზე: ლუკა ხაჩიძე

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამის უპირატესობებზე საუბრისას, ლუკა აღნიშნავს, რომ ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ინგლისურ ენაზე სწავლება და უცხოელი კვალიფიციური პედაგოგები არიან. მისი თქმით, ევროპულ სასტიპენდიო პროგრამას სხვა სკოლებისგან საერთაშორისო გარემო გამოარჩევს.“დავუმეგობრდი ძალიან ბევრ უცხოელ კურსელს, ვცხოვრობდი და ვსწავლობდი მათთან ერთად, რამაც გონებრივი განვითარებისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობა მომცა. ფაქტობრივად, ეს არის ორწლიანი მოსამზადებელი ეტაპი საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად. პირდაპირ საჯარო სკოლიდან რომ წავსულიყავი ლიეტუვაში სასწავლებლად, მექნებოდა შიში, რომ უცხო გარემოში, უცხო ქვეყანაში მომიწევდა ცხოვრება, მაგრამ საერთაშორისო ბაკალავრიატის გავლის შემდეგ, ეს შიში აღარ მაქვს. ნელ-ნელა,იმდენად გავძლიერდი პიროვნულად, რომ სადაც არ უნდა წავიდე სასწავლებლად, ვგრძობ,თავს მარტივად დავიმკვიდრებ. ეს სკოლა გაძლევს არა მხოლოდ იმის საშუალებას, ქიმია და ფიზიკა იცოდე კარგად და მიიღო კარგი განათლება, არამედ, გძენს ადამიანებთან კომუნიკაციის უნარებსაც. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრ რამეზე შემეცვალა წარმოდგენა და ბევრი რამ გადავაფასე. გამიფართოვდა სააზროვნო არეალი“.

ლუკას, როგორც პიროვნების ცვლილებაზე, მისი დედა, თამუნა ხაჩიძეც საუბრობს. მისი თქმით, ლუკა ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან შეიცვალა, გაცილებით კომუნიკაბელური, დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი გახდა. „მიუხედავად იმისა, რომ 18 წლისაა, გადაწყვეტილებების მიღებასა და პრობლემების გადაჭრას დამოუკიდებლად ახერხებს. არგუმენტირებულად შეუძლია როგორც საკუთარი ცხოვრების წარმართვა, ისე ჩვენთვის, ოჯახის წევრებისთვის, საინტერესო რჩევების მოცემა. ვხედავ, როგორ გაეზარდა ინტერესთა სფეროც, გაუფართოვდა სამეგობრო წრე, გააუმჯობესა ინგლისურის ცოდნა და ზუსტად იმავე გარემოში, სადაც ორი წლის წინ ცხოვრობდა, ახლა ბევრად თავდაჯერებულია. სწორედ ჩემი შვილის მაგალითზე ვხედავ, რამხელა ცვლილება შეუძლია მოახდინოს სკოლამ და განათლების მისაღებად შექმნილმა სწორმა გარემომ. ეს ყველაფერი კი უდაოდაღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის დამსახურებაა“.

„თავიდან რომ გადავედი თბილისში სასწავლებლად, ეშინოდათ ჩემს მშობლებს, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ ძალიან კარგ გარემოში აღმოვჩნდი, სადაც მაქსიმალურად ორიენტირებული ხარ განათლების მიღებაზე. შემეცვალა ინტერესები, რაც შესამჩნევი გახდა მშობლებისთვისაც“, - ამბობს ლუკა.


ფოტოზე: ლუკა ხაჩიძე დედასთან ერთად

ლუკა დარწმუნებულია, რომ საზღვარგარეთ სწავლება მისი წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ახალგაზრდებს მოუწოდებს, აუცილებლად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა: „ყოველთვის ძალიან მინდოდა იმ სკოლის მოსწავლეებისთვის მიმემართა, რომლებსაც უჭირთ გადაწყვეტილების მიღება და იმ შესაძლებლობის გამოყენება, რასაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა გვთავაზობს. მინდოდა მეთქვა, რომ ნორმალურია, როცა რამის გეშინია; შიშთან გამკლავება მაშინვე სჯობს, როცა აღმოაჩენ, არ ღირს ეს შიში ცხოვრების ბევრ ეტაპამდე გაიყოლო, რადგან შიში ერთ-ერთია, რაც ძალიან გვიშლის ხოლმე ხელს წარმატების მიღწევაში. აუცილებლად უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რაც ხარისხიანი განათლებისა და უკეთესი მომავლის გარანტი შეიძლება გახდეს“.

ნინო და ლუკა საუნივერსიტეტო სწავლებაში შემოდგომიდან ჩაერთვებიან, 2021-2023 აკადემიურ სასწავლო წელს კი აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამას კიდევ 40 მოსწავლე შეუერთდება, რომლებმაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე კონკურენტული შერჩევის პროცესი, მათ შორის წერილობითი ტესტები და ინტერვიუები, წარმატებით გაიარეს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა თანაბრად ხელმისაწვდომია მოსწავლეებისათვის საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან და სთავაზობს მათ როგორც ხარისხიან განათლებას, ასევე ყველა საჭირო პირობასა და საინტერესო, მრავალფეროვან გარემოს სტუდენტურ საცხოვრებელში.

ავტორი: თამარ კურატიშვილი

სტატია მომზადდა პროექტის „EU NEIGHBOURS east” ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს
მასშტაბით, ვაკანსია გამოცხადდა. როგორც გურჯაანის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან ამბობს, მათ გასული წლის დეკემბერში უკვე იცოდნენ,
რომ აღნიშნულ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდებოდა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს მასშტაბით, ვაკანსია გამოცხადდა. როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, მათ გასული წლის დეკემბერში უკვე იცოდნენ, რომ აღნიშნულ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდებოდა.
15:22 / 05.04.2024
მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით,
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული
სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედელაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა.
მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედელაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა.
16:39 / 27.02.2024
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იწყება.
კანდიდატების რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29
თებერვალს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის
უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს,
რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3 წლის
გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ
ერთწლიანი გამოცდილება.
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იწყება. კანდიდატების რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29 თებერვალს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
10:28 / 16.02.2024
გურჯაანში 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების
დაჯილდოება გაიმართა.
გურჯაანში 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
16:24 / 27.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 11 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 27 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 26 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 15 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.