საზოგადოება
პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
საარჩევნო პროცესში შეუფერხებლად მონაწილეობისთვის, იუსტიციის სამინისტროს ახალი ინიციატივა აქვს. პირადობის დამადასტურებელი მოწმობები მოქალაქეების ნაწილისთვის 1 თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აქცია პირველი სექტემბერიდან ამოქმედდება და ისარგებლებენ:

• მოქალაქეები, რომელთა საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ყველა დოკუმენტს (მათ შორის, სამსახურებრივ პასპორტს) მოქმედების ვადა 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ამოეწურება და მათ სახელზე არ დაფიქსირდება იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი (მათ შორის, სამსახურებრივი პასპორტი);

• საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზეც ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი;

• მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

აქციით სარგებლობის მსურველებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.