საზოგადოება
ყვარლის ევროკლუბმა ორი წლის იუბილე აღნიშნა
დღეს ყვარელში კორპორაცია ქინძმარაულის ღვინის სახლში, „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საქართველოში“- ყვარლის ევროკლუბის ორი წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ესწრებოდა.

როგორც მან აღნიშნა, ყვარელში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.
„ დღეს ყვარლის ევროკლუბი ორი წლის გახდა, როგორც კლუბს, ისე მის ხელმძღვანელს ბატონ ნიკას ვულოცავთ ამ თარიღს. კლუბის ქოლგის ქვეშ გაერთიანებულია ინგლისურის გაკვეთილები, ბიბლიოთეკა და ფილმების ჩვენება, რომელიც უკავშირდება ევროპულ ღირებულებებს . მე და ჩემი მეგობარი ელჩები სწორად ამ ორი წლის იუბილის აღსანიშნავად ვართ აქ. “

ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებლის და აღმასრულებელი დირექტორის ნიკა გურინის განმარტებით ეს არის პროექტი რომელიც მუშაობს ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ მათთვის.
„დღეს ყვარალს ევროკლუბის დაბადების დღეს აღვნიშნავთ. . ორი წლის თავზე ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი შედეგები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს განვაცხადეთ რომ ახალ ევროკლუბს ვხსნით აჭარის რეგიონში. მადლობლები ვართ ევროკავშირის და ყველა ჩვენი დონორის, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს აქტივობებს და პროექტებს.“

შეხვედრას კარლ ჰარცელთან ერთად, ნორვეგიის, ავსტრიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, თურქეთის და საფრანგეთის ელჩები ესწრებოდნენ.








| Print |
FaceBook Twitter Google